05:07 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 20:03:09, 678 ნახვა

ევროკავშირის სამართალთან ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ევროკავშირის სამართალთან ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცესის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საკანონმდებლო ცვლილების მიზანია ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესის ეფექტიანი კოორდინაცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ ევროპული პერსპექტივის მიღების შემდეგ.

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შედეგად, თუ პროექტი შემუშავებული იქნება ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა გახდება სავალდებულო: საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარსადგენ კანონპროექტებზე; საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტებსა და სხვა ზოგიერთ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტზე.

გარდა ამისა, ნორმატიული აქტის მიმღები/გამომცემი ორგანო რომლის ნორმატიული აქტი არ დაექვემდებარება სავალდებულო სამართლებრივ ექსპერტიზას, უფლებამოსილი იქნება ნორმატიული აქტის პროექტი ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის თაობაზე სარეკომენდაციო ხასიათის სამართლებრივი დასკვნისათვის გადასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

საკომიტეტო განხილვაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიღება ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics