05:07 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 19:38:54, 688 ნახვა

თინათინ ტურძილაძე „ვოსორიტიდზე“ - არ ვიცით, ხრტილი გამაგრდება თუ არა. ამ ეტაპზე, კვლევებს ასეთი მონაცემი არ დაუდია

„ჩვენ არ ვიცით, ხრტილი გამაგრდება თუ არა. ამ ეტაპზე, კვლევებს ასეთი მონაცემი არ დაუდია.  საუბარია იმაზე, რომ ძვლის ზრდა იწყება. თუ ძვლის ზრდა, საკმაოდ გაგრძელდა დინამიკაში, არის ვარაუდი, რომ გვერდითი ეფექტების კორექციას გააკეთებს. აქ სიტყვას „ვარაუდობს“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რეალურად, ფაქტობრივად, ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით“,  - ამბობს მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შესახებ მედიცინის ექსპერტი თინათინ ტურძილაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ასევე, უცნობია, იმ გართულებების შესახებ, რაც შესაძლოა, ძვლის ზრდას მოჰყვეს და ხრტილის გამაგრების მოლოდინში, სხვა ბევრი სასიცოცხლო ფუნქცია გაუარესდეს.

„ვინმემ შეიძლება, დასვას კითხვა, როგორ მოვიქცეთ, ამ ბავშვებს ხომ ძალიან უჭირთ? რა თქმა უნდა ასეა. რა თქმა უნდა, მათ ძვლის ზრდის ეტაპამდე, ტკივილები და ყველა ის გართულება აქვთ, რომლებზეც საუბრობენ. უბრალოდ, ამას სჭირდება თავისი პროტოკოლი, როგორ უნდა მოუაროთ ამ დაავადებას“, - ამბობს ფარმაცევტული დარგის საერთაშორისო ექსპერტი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics