17:48 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 15:59:03, 852 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა და ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს შეხვდა. 

საქართველოს რკინიგზის ცნობით, რკინიგზასა და ფეხბურთის ფედერაციას შორის, უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

"როგორც მოგეხსენებათ, ივნისში საქართველოში უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი იმართება. დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რკინიგზასა და ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ჩემპიონატის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორის მატარებლების დაბრენდვა და მგზავრებისთვის ჩემპიონატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. 

უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოში 7 ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები ჩამოდის. მასშტაბური ღონისძიება, რომელიც უეფა-ს ეგიდით იმართება, საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ ქვეყანამ საკუთარი პოტენციალი კიდევ ერთხელ გამოავლინოს.

აღსანიშნავია, რომ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფერებში დაბრენდილი პირველი მატარებელი, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირველ მაისს, ტურნირის დაწყებამდე 50  დღით ადრე გავა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს", - ნათქვამია რკინიგზის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics