|
2023-04-27 16:45:58, 958 ნახვა
სამართალი
სასამართლომ აჭარის ტელევიზიიდან მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიიდან მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ავრცელებს. "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ცნობით, სასამართლომ რეხვიაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან გადაცემა "ჰეშთეგი", რომლის წამყვანიც იყო, რამდენიმე თვის წინ დაიხურა. სასამართლომ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის საკომპენსაციოდ, მოსარჩელეს 5 000 ლარი მიაკუთვნა. "სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევდა მალხაზ რეხვიაშვილის შრომით უფლებებს და მის გამოხატვის თავისუფლებას. გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი კი - მის მიერ პირად სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები, სრულად დაცული იყო გამოხატვის თავისუფლებით, არ არსებობდა ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები. გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია და განამტკიცებს შრომითი უფლებების დაცვის, გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობას, ხაზს უსვამს ჟურნალისტის პროფესიული დამოუკიდებლობის არსებით მნიშვნელობას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე", - ნათქვამია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციაში. ცნობისთვის, მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლის საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების წამყვან-რეპორტიორის თანამდებობიდან 2020 წელის 11 მაისს გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც მისი კოლეგის, ამავე მაუწყებლის ჟურნალისტის, თეონა თურმანიძის ეთერიდან უსაფუძვლო ჩამოშორების ფაქტის კრიტიკულ შეფასებებს ეხებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)