03:51 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 16:13:51, 2417 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკრაინისთვის უკვე მიწოდებულია

ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას , მათ შორის ჯავშანტექნიკა, ტანკები და საბრძოლო მასალა,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენებერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, პარტნიორებმა უკრაინას დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი  უკვე მიაწოდეს.

„საერთო ჯამში, აშშ-ის ხელმძღვანელობით, საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო დახმარება გაუწიეს უკრაინას. დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკრაინისთვის უკვე მიწოდებულია. ეს მოიცავს 1 550-ზე მეტ ჯავშანმანქანას, 230 ტანკს, აღჭურვილობას, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ალიანსი დარწმუნებულია, რომ პარტნიორების მხარდაჭერა უკრაინას ტერიტორიების დეოკუპაციაში დაეხმარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics