14:05 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 14:35:52, 1197 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი ღარიბაშვილის უნგრეთში კონფერენციაზე გამოსვლის გამო, ევროპელ სოციალ-დემოკრატებს მიმართავს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიმართავს ევროპელ სოციალ დემოკრატების პარტიას, სადაც კითხულობს რამდენად სწორი ალიანსია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სპიკერებს შორის გამოსვლა.

"თქვენი პარტნიორი "ქართული ოცნების" პარტია აწარმოებს კამპანიას ულტრამემარჯვენე სტივ ბანონ კემპთან და სხვებთან ერთად უნგრეთში. დარწმუნებული ხართ, რომ ეს არის სწორი ალიანსი "პროგრესული" პარტიისთვის?" - წერს თავის "ტვიტერზე" კრამონი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 4-5 მაისს, უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს. მთავრობის მეთაური ღონისძიების სპკერების ჩამონათვალშია მოხსენიებული.

CPAC-უნგრეთის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ძლიერები ვართ“.

ევროპის სოციალისტური პარტია ევროკავშირის პარლამენტში წარმოდგენილია სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის სახით (S&D). ევროპის სოციალ-დემოკრატიული, სოციალისტური და ლეიბორისტული პარტიები და ორგანიზაციები ერთიანდებიან საერთაშორისო ქსელ “პროგრესულ ალიანსში”, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით 130-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ალიანსის წევრია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics