14:05 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 12:13:06, 930 ნახვა

პოლიტიკა
ზბიგნევ რაუ - გვჯერა, პოლონეთისა და საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს წაადგება

გვჯერა, პოლონეთისა და საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა წაადგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ ქართველო კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, პოლონეთი ცდილობს, საქართველოსთვის არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს.

"ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნების დიპლომატიურ-პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის დადასტურება და საერთო ჯამში, გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება. მინისტრი დარჩიაშვილი ამ წელს იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე სპეციალური სტუმარი და ჩვენ მასთან მაშინ განვიხილეთ საქართველოს პრობლემური მიმართულებები საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით. ვიმსჯელეთ ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ ვითარებაზე. ყველა ამ საკითხზე პოლონეთი ცდილობს, კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს. გვჯერა, პოლონეთისა და საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა წაადგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს",- განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ზბიგნევ რაუ საქართველოს გუშინ, 26 აპრილს ეწვია და მისი ვიზიტი 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში, ზბიგნევ რაუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics