14:05 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 11:41:08, 917 ნახვა

პოლიტიკა
„EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ვისაუბრეთ“ - დარჩიაშვილი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუს შეხვდა.

დარჩიაშვილის თქმით, შეხვედრაზე აქცენტები საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და ამ მიმართულებით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე გაკეთდა.

"საუბრისას ჩვენ აქცენტები გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რა საკითხიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ვისაუბრეთ, როგორ მოვახდინოთ მეტად ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა და მობილიზება ამ მიმართულებით. ბატონ მინისტრთან მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა, რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის მიმართულებით, თუ რა რეფორმები გატარდა, ძირითადი ნაწილი ვიცით რომ შესრულებულია და ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ეს პრიორიტეტები დავხუროთ, შევასრულოთ ვალდებულებები და საქართველომ წლის ბოლოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანია",- განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ საქართველოს გუშინ, 26 აპრილს ეწვია და მისი ვიზიტი 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში, ზბიგნევ რაუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics