14:05 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 21:52:00, 976 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ საქართველოშია

საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია, უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრების დროს განხილული იქნება ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებები, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„შეხვედრების დროს განხილული იქნება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც არის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია. პოლონელ კოლეგას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას  ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხრივ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ვიზიტის ფარგლებში ზბიგნევ რაუ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიშვილს შეხვდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics