13:28 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 19:45:18, 700 ნახვა

აჭარაში 2200 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი უფასოდ დამუშავდება

აჭარის მთავრობის  მხარდაჭერით აჭარის 5 მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის 2200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო ფართობი უსასყიდლოდ დამუშავდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად დაბა ოჩხამურში დაესწრო.

სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავების ბიუჯეტი 1 284 000 ლარს შეადგენს.

სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა აჭარის მთავრობამ პანდემიის პერიოდში დაიწყო და წარმატებით გრძელდება.

2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 30 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2023 წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი დაფინანსდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics