16:42 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 16:18:59, 712 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ბმას პროგრამით წყალარინების სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. მათ შორის არის წყალარინების ქსელის მოწყობა.

უწყების ცნობით, სამუშაოები 10 მისამართზე დასრულდა, 8 მისამართზე კი მიმდინარეობს. მათ შორის, გლდანის VII მიკრორაიონის N21 კორპუსში წყალარინების შიდა და გარე ქსელის შეცვლა 502 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს, რისთვისაც, 141 123 ლარი დაიხარჯება. ამასთან, აღნიშნულ კორპუსში გამგეობის მიერ დაზიანებული სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციაც ჩატარდა.

„წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.

"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics