17:34 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 13:25:57, 1097 ნახვა

მსოფლიო
ნავალნის განცხადებით, ახალი ბრალი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ინფორმაციით, მას ახალი ბრალი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც, 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება. აღნიშნულის შესახებ ნავალნიმ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ნავალნის განცხადებით, მას ბრალდება ტერორიზმის მუხლით წაუყენეს და საშუალებას არ აძლევენ, რომ საქმეს ბოლომდე დეტალურად გაეცნოს.

„წამიყენეს აბსურდული ბრალდება, რომლის მიხედვითაც, 30-წლიანი პატიმრობა მემუქრება. გამომძიებელმა ვიდიუკოვმა გუშინ თქვა, რომ ცალკეა გამოყოფილი ტერორისტული საქმე იმასთან დაკავშირებით, რომ მე ციხეში ჯდომისას ტერაქტებს ვაწყობ.

ამ საქმესთან დაკავშირებით, მე სამხედრო სასამართლო გამასამართლებს. ამ საქმისთვის 30 წელი მემუქრება, ალბათ, შემდგომი საქმისთვის უვადოს მომცემენ. საქმეში 195 ტომია. მაიძულებენ, გავეცნო მას იმის გათვალისწინებით, რომ მუდამ სამარტოო საკანში ვიმყოფები. გუშინ საღამოს კვლავ იქ შემასახლეს“,- განაცხადა ნავალნიმ.

აღსანიშნავია, რომ აპრილში სახელმწიფო დუმამ პოლიტიკოსის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებაც მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნის, რუსეთის სასამართლომ მას 2021 წლის 2 თებერვალს 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე მოაკლდა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით, ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

"ივ როშეს" საქმეზე დაკავებამდე ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. ის 2020 წლის 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში შეიყვანეს. ორი დღის შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა "შარიტეში" გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს.

ამასთან, რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს.

მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ, ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა და ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics