18:54 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 12:52:05, 716 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, ლიზე ვანვეიმელბეკეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, გარემოს დაცვის, კავშირის, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საკითხებში  გუნდის ხელმძღვანელს ლიზე ვანვეიმელბეკეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე ევროინტეგრაციის პროცესში გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის,  გარემოსდაცვითი მმართველობა, ატმოსფერული ჰაერის დაცვა და წყლის რესურსების მართვა, ტყის მდგრადი მართვა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, სამრეწველო საფრთხეები, ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების მართვა, განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„ნინო თანდილაშვილმა გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მხარეებმა ევროკავშირის დაფინანსებით ტექნიკური დახმარების ორი პროექტის მიმდინარეობის საკითხებიც განიხილეს. პროექტი „საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“ მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის პროცესის გაღრმავებაში ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხოლო პროექტი „საქართველოში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა“ მიზნად ისახავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და ცირკულარული ეკონომიკის შემდგომი განვითარების მხარდაჭერას.

შეხვედრას „საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“ ტექნიკური დახმარების პროექტის გუნდის ლიდერი რობ ბაქსი ესწრებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics