05:22 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 16:10:52, 1437 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩეხეთის პრეზიდენტი - მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან ჩინეთისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია

რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან ჩინეთისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთისთვის კრემლთან პარტნიორობა პრიორიტეტულია, ვინაიდან მას შეუძლია მიიღოს იაფი ნავთობი, გაზი და სხვა რესურსები.

"რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან ჩინეთისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია. ჩინეთს შეუძლია მოსკოვიდან მიიღოს იაფი ნავთობი, გაზი და სხვა რესურსები კრემლთან პარტნიორობის სანაცვლოდ, "შეზღუდვების გარეშე". მე არ ვფიქრობ, რომ ჩინეთი ნამდვილად დაინტერესებულია ომის მოკლე დროში დასრულებით", - ამბობს პაველი.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. 

ჩინეთის მიერ წარმოდგენილი გეგმა ჩართულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.

ჩინეთის შეფასებით, კონფლიქტი ამჟამინდელი მოცემულობით უნდა შეწყდეს, ანუ რუს სამხედროებს უნდა მიეცეთ იმ ტერიტორიების შენარჩუნების უფლება, რომელსაც ახლა აკონტროლებენ, უკრაინას კი, ამ მოცემულობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics