21:20 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 12:08:12, 745 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტმა შიდა აუდიტის გაძლიერებისთვის ახალი პროექტი წარადგინა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტმა განვითარების პარტნიორებთან ერთად, წარადგინა ახალი პროექტი შიდა აუდიტის გაძლიერებისთვის საქართველოს საჯარო სექტორში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროექტი ხორციელდება ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მსოფლიო ბანკი Ernst and Young-ის თურქეთისა და საქართველოს ოფისებთან ერთად.

"პროექტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა და მსოფლიო ბანკის ეკონომიკური მმართველობისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების პროექტის ხელმძღვანელი პატრიკ უმა ტეტე.

ტექნიკური დახმარების პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გააკეთეს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიული ჭკუასელმა, Ernst & Young-ის პარტნიორმა, სერჰათ აქმესემ, ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსმა, ნათია გულუამ და სახაზინო სამსახურის უფროსის მ.შ-მ, დავით გამყრელიძემ.

შიდა აუდიტის გაძლიერებისთვის განკუთვნილი ახალი პროექტი 2024 წლის ივნისამდე გაგრძელდება და მოიცავს შემდეგ ოთხ ძირითად ფაზას:

• შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა

• არსებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიების გამოყენება და ტრენინგები

• მუნიციპალიტეტების საკრებულოებში შიდა აუდიტის შესახებ ცნობიერების ამაღლება

• ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სახელმძღვანელო და ტრენინგი

პროექტის ფარგლებში ტრენინგები განხორციელდება, როგორც ცენტრალური უწყებების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების შიდა აუდიტორებისთვის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics