|
2023-04-24 23:57:59, 1052 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - საქართველოს სჭირდება მეტი რეფორმა, რადგან წლის ბოლოს განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი
საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, მაგრამ სჭირდება მეტი რეფორმა, რადგან წლის ბოლოს განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუწოდა გაუგზავნოს პოზიტიური სიგნალები ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტების განხორციელებით. "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გვქონდა ლანჩი, რათა განგვეხილა ისტორიული შესაძლებლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივის კუთხით, რომელსაც ასევე სჭირდება დემოკრატიის გაძლიერება. ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, მაგრამ სჭირდება მეტი რეფორმა, რადგან წლის ბოლოს განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. მოვუწოდებთ, მინისტრ დარჩიაშვილს, გაუგზავნოს პოზიტიური სიგნალები ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტების განხორციელებით", - განაცხადა ბორელმა.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)