|
2023-04-24 11:12:10, 846 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - ინტერპელაციის წესით, განათლების მინისტრს პარლამენტში დავიბარებთ
ინტერპელაციის წესით, პარლამენტში დავიბარებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ საჯარო სკოლებში ბავშვთა უფასო კვებასთან დაკავშირებით, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წითლიძის თქმით, ოპოზიცია განათლების მინისტრს წარუდგენს ანგარიშს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს უფასო კვების დანერგვა საჯარო სკოლებში. "მინდა, რომ წარმოგიდგინოთ ჩემი საპარლამენტო ანგარიში, რომელიც ხელში მიჭირავს და რომელსაც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. ეს არის საპარლამენტო ანგარიში, რომელშიც ჩართული იყო არაერთი განათლების ექსპერტი და არაერთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. ეს გაწერილი პროგრამა ეხება უფასო კვების დანერგვას საჯარო სკოლებში. ამავე თემასთან დაკავშირებით, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დავიბარებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თქვენ იცით, რომ წლებია სამინისტრო ამბობს, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობს, თუმცა ჯერ არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გვინახავს - რა ქნა ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ, ამიტომაც, გარდა იმისა, რომ ინტერპელაციის წესით დაბარებულ მინისტრთან კითხვები გვექნება, ასევე წარვუდგენთ და გადავცემთ ჩვენს მიერ შემუშავებულ ანგარიშს, პროგრამას უფასო კვებასთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად არის გაწერილი - როგორ უნდა მოხდეს უფასო კვების დანერგვა საჯარო სკოლებში, რა დაუჯდება ეს საქართველოს ბიუჯეტს და როგორ უნდა მოახერხოს სახელმწიფომ მისი ადმინისტრირება", - აღნიშნა ანა წითლიძემ.
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)