03:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-23 16:13:20, 2603 ნახვა

Lifestyle
კიმ კარდაშიანი American Horror Story-ში ითამაშებს

კიმ კარდაშიანი საქმიანობათა სიას მსახიობობას ამატებს. ცნობილი გახდა, რომ კარდაშიანი მე-12 სეზონიდან ცნობილ სერიალს – American Horror Story-ს შეუერთდება. როგორც The Hollywood Reporter წერს, როლი, რომელსაც ის შეასრულებს, სპეციალურად მისთვის დაიწერა. 

„კიმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კაშკაშა სატელევიზიო ვარსკვლავია და ძალიან გვიხარია, რომ იგი ჩვენს ოჯახს შემოუერთდა” – აღნიშნავს სერიალის შემქმნელი რაიან მერფი. „ემა რობერტსი და მე აღფრთოვანებული ვართ მასთან თანამშრომლობით. Ჰოლი ფაიფერმა ძალიან სახალისო, მოდური და უკიდურესად საშიში როლი დაწერა სპეციალურად კიმისთვის. ეს სეზონი ყველაზე ამბიციური სეზონი იქნება მათ შორის, რაც კი აქამდე შეგვიქმნია.”

ახალი სეზონის გადაღებები ნიუ-იორკში აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყება. პრემიერა კი ზაფხულში შედგება. 

კიმ კარდაშიანს მონაწილეობა აქვს მიღებული შოუებში How I Met Your Mother, 2 Broke Girls და Paw Patrol, თუმცა American Horror Story დღემდე მისი ყველაზე დიდი როლი იქნება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics