17:34 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-23 15:21:09, 1373 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის ელჩს ან აქვს აშკარა პრობლემები გეოგრაფიასთან - ჩინეთის ელჩის განცხადებას, ბალტიის ქვეყნები და უკრაინა აკრიტიკებს

  საფრანგეთში ჩინეთის ელჩის ლუ შაის განცხადებას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების სუვერენიტეტი. ლიტუა, ლატვიის, ესტონეთის და უკრაინის მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ლუ შაის განცხადებებს "სამწუხარო" და გაუგებარი უწოდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აპირებს ჩინეთის ელჩის ტალინში გამოძახებას.

„ჩვენი მიზანია ნათლად განვაცხადოთ, რომ ასეთი შეხედულებები მიუღებელია და რომ ესტონეთი სუვერენული სახელმწიფოა“, - განაცხადა ცაჰკნამ.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლუ შაის განცხადება არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები არ ენდობიან ჩინეთის „უკრაინაში მშვიდობის შუამავლობას“.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა ელჩის განცხადებას "აბსოლუტურად მიუღებელი" უწოდა. „ჩვენ ველით ახსნას ჩინური მხარისგან და ამ განცხადების სრულ უარყოფას“, - განაცხადა რინკევიჩმა.

უკრაინის ელჩმა საფრანგეთში ვადიმ ომელჩენკომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჩინეთის ელჩს ან „აქვს აშკარა პრობლემები გეოგრაფიასთან“, ან მისი განცხადება ეწინააღმდეგება ოფიციალური პეკინის პოზიციას.

„უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობებზე საერთაშორისო სამართლისა და მიზნების საფუძველზე. გაეროს ქარტიის პრინციპები

ეს ძალისხმევა ასევე იყო ნახსენები ჩინეთისა და საფრანგეთის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც გამოქვეყნდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პეკინში აპრილის დასაწყისში ვიზიტის შემდეგ. მასში მხარეებმა პირობა დადეს, რომ „უკრაინაში მშვიდობის აღდგენის ყველა მცდელობას დაუჭერენ მხარს“.- განაცხადა ვადიმ ომელჩენკომ.

ჯერ-ჯერობით უცნობია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, "ექსპრესნიუსმა" უწყებას შესაბამისი კითხვით მიმართა.

ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაიმ ეჭვქვეშ დააყენა საბჭოთა კავშირიდან გამოსული ქვეყნების სუვერენიტეტი და ეჭვი შეიტანა, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნოდა.

„საერთაშორისო სამართალში ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს არ აქვთ მოქმედი სტატუსი, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მათ, როგორც სუვერენული ქვეყნის სტატუსს მატერიალიზებს“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაიმ ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში.

ლუ შაიმ ასევე ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის მიერ ყირიმის საკუთრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics