|
2023-04-22 17:47:32, 1294 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: რუსეთი და ჩინეთი არ არიან სამხედრო მოკავშირეები
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ, ისინი სამხედრო მოკავშირეები არ არიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. "ჩვენ არ ვქმნით რაიმე სამხედრო ალიანსს ჩინეთთან. დიახ, ჩვენ ასევე გვაქვს თანამშრომლობა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში, ჩვენ ამას არ ვმალავთ, მაგრამ ეს არის გამჭვირვალე, საიდუმლო არაფერია", - განაცხადა პუტინმა Rossiya-24-ის ეთერში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ასეთი თანამშრომლობა დასავლეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ჯერ არ აქვს რაიმე მონაცემი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდის იარაღს უკრაინაში ომის საწარმოებლად. ამასთან, ბაიდენის თქმით, ის არ ელის პეკინისგან რაიმე სერიოზულ ინიციატივას რუსეთისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე. ტელეარხ ABC-თან ინტერვიუში ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პეკინი მაინც გადაწყვეტს მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებას, მაშინ შეერთებული შტატები ჩინეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებს. ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მოსკოვში 20-22 მარტს ვიზიტის შემდეგ, მხარეებმა განაცხადეს „რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ“. დასკვნით პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა ძირითადად ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის გაზარდოს ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდება ჩინეთისთვის.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)