20:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 17:38:43, 539 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მიზნად ისახავს ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელებასა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ეფექტურ აღსრულებას.

„დაწყებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოდერნიზება, მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაღალი სანდოობის მქონე უწყებად ჩამოყალიბებისთვის. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურები სრულად აღიჭურვა სამხრე კამერებით, ვიდეორეგისტრატორებით, საველე პლანშეტებითა და სხვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით - დრონები, ფოტოხაფანგები, ციფრული კავშირგაბმულობის სისტემები და სხვა. მთავარ მიზანს წარმოადგენს კონტროლის თანამედროვე მექანიზმების დანერგვა, დეპარტამენტის ცნობადობისა და საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად. მნიშვნელოვნად ძლიერდება გარემოსდაცვითი ინსპექტირების მიმართულება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აღჭურვილობით, რათა ინსპექტირების პროცესი გახდეს უფრო ეფექტიანი და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული. 2022 წელს, რეგულირების ობიექტების ინსპექტირების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 70 %-ით გაიზარდა და 4 635 შეადგინა“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics