|
2023-04-20 16:50:38, 762 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - 2022 წელს, ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ დამტკიცდა საქართველოს ზურმუხტის ქსელის 66-ვე ტერიტორია
საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბიომრავალფეროვნების კანონზე, რომელიც წლის განმავლობაში, პარლამენტს წარედგინება განსახილველად. „ბიომრავალფეროვნების კანონი შესაბამისობაში იქნება ევროპულ მოთხოვნებთან და საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პარალელურად, უზრუნველვყოთ ბიომრავალფეროვნების დაცვა, რაც ჩვენთვის პრიორიტეტია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს, ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ (ბერნის) კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ დამტკიცდა საქართველოს ზურმუხტის ქსელის 66-ვე ტერიტორია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 18.7 %-ს შეადგენს და რითაც საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ბიომრავალფეროვნების დაცვის ევროპულ სტანდარტებს. ამჟამად, უმნიშვნელოვანესია არსებული ზურმუხტის ქსელის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა, უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)