20:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 16:43:27, 607 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - 2022 წელს, ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები 1000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, 2023 წელს, ტყის აღდგენა 1500 ჰა ფართობზეა დაგეგმილი.

როგორც მინისტრმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების მასშტაბების გაზრდის და სამუშაოებში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველსაყოფად, შემუშავდა მოხალისეობრივი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც, ფიზიკური და იურიდიული პირების მხარდაჭერით, იგეგმება ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება და 2030 წლამდე, ჯამში, ტყის აღდგენის ღონისძიებები 15000 ჰა ფართობზე განხორციელდება.

შამუგის თქმით, კვლავ გამოწვევად რჩება ტყით უკანონო სარგებლობა. 

„2023 წელს, ტყის დაცვის ფუნქციის გაძლიერების და სატყეო კანონმდებლობის შეუფერხებლად აღსრულების მიზნით, გაიზარდა ტყის მცველების რაოდენობა; დღეისათვის, ჯამში, საქართველოს ტყის რესურსების დაცვას 500 ტყის მცველი ემსახურება“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics