|
2023-04-20 16:28:39, 1446 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - 50-მდე აქტიური საწარმოდან თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში უკვე დარეგისტრირებულია 20 მსხვილი სამრეწველო საწარმო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, სამინისტროს მიერ იმ წინგადადგმულ ნაბიჯებზე და გეგმებზე ისაუბრა, რომლებიც სამრეწველო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის უმნიშვნელოვანესია. „2022 წელს, სამინისტრომ აქტიურად გააგრძელა მუშაობა სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების სრულად დანერგვის მიმართულებით. თითოეული სამრეწველო საწარმოსთვის შემუშავდა თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის ინტერაქტიული გეგმა, რომლის მონიტორინგსაც უწყვეტად ვახორციელებთ. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 50-მდე აქტიური საწარმოდან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულია 20 მსხვილი საწარმო, დანარჩენი საწარმოების უმრავლესობაში კი, მიმდინარეობს ფილტრებისა და მონიტორინგის სისტემების მონტაჟის პროცესი. ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სამრეწველო საწარმო იყოს აღჭურვილი თანამედროვე ფილტრებითა და ონლაინ მონიტორინგის სისტემებით, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სახელმწიფომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, როგორც ახალი რეგულაციების შემუშავების, ასევე მათი აღსრულების, კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით. „აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დასრულდა რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პირველი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. ჯამში, გეგმის აქტივობების 85%-ზე მეტი შესრულებულია. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემცირდა ქალაქში მყარი ნაწილაკებით დაბინძურების დონე. ციფრებით რომ ვისაუბროთ, ქალაქ რუსთავში მოქმედი 18 მსხვილი სამრეწველო საწარმოდან ონლაინ მონიტორინგის სისტემაში რეგისტრირებულია 10 საწარმო. 3-მა მოქმედმა საწარმომ კი, მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და მიმდინარეობს სარეგისტრაციო პროცედურები. ეს ხაზგასმით წარმოაჩენს იმ რეგულაციების ეფექტიანობას, რაც მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით დაინერგა და რამაც შედეგი უკვე გვაჩვენა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2023 წლის განმავლობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კვლავ გააგრძელებს მსხვილ საწარმოებში ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლს. ოთარ შამუგიას განმარტებით, რუსთავში ეკოლოგიური პრობლემების საბოლოოდ გადასაჭრელად, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ქართველი და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, მუშავდება ჰაერის ხარისხის მართვის ახალი გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ახალ ღონისძიებებს ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. ევროკავშირის მხარდაჭერით კი, დაწყებულია ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავება თბილისისთვის. სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შესამცირებლად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ,,სამრეწველო ემისიების შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე მიმდინარეობს. კანონი მიზნად ისახავს ქვეყანაში მოქმედი და ახალი საწარმოებისთვის 2026 წლიდან ახალი მოთხოვნების დაწესებას. დაახლოებით 200-მდე მოქმედ საწარმოს, ეტაპობრივად, მოუწევს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება სამრეწველო საქმიანობების განხორციელების შედეგად. ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოების მიმართულებით.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)