20:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 15:48:21, 686 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - ველური ბუნების სააგენტო მუშაობს „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო მუშაობს კანონპროექტზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა, სახეობათა პოპულაციების კონტროლი, სოფლის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო სივრცის შექმნა და მონადირეთა სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეიზღუდება ბრაკონიერობა.

"აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით 2022 წელს დაიწყო პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო", რომლის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა კანონზე "ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ". აღნიშნული პროექტით გაძლიერდება ველური ბუნების სააგენტოს  ინსტიტუციური შესაძლებლობები და ხელი შეეწყობა საქართველოს ველური ბუნების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას",- განაცხადა შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics