05:17 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 13:08:37, 1377 ნახვა

ეკონომიკა
შამუგია - 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვების მაჩვენებელი გაზრდილია 112%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით, 14%-იანი ზრდაა.

როგორც შამუგიამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 96%-ით არის გაზრდილი და 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება; 2021 წელთან შედარებით 13%-იანი ზრდა ფიქსირდება. 

"ამავე დროს, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სოფლად 6.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე და 2022 წელს, 15.7 პროცენტი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია 2.5 პროცენტული პუნქტით)", - განაცხადა შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics