07:29 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 16:36:34, 1410 ნახვა

ომი უკრაინაში
მალიარი - ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიში უკვე მიმდინარეობს

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიში უკვე მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის სტრატეგიული მიზანი ტერიტორიების გათავისუფლება და მტრის თავდასხმების შეჩერებაა.

„კონტრიერიშის ცნება საჯაროდ არ უნდა დავიყვანოთ რაღაც აქტიურ თავდასხმით ქმედებებამდე, ვინაიდან საუბარია სტრატეგიულ მიზანზე - ყველა ტერიტორიის გათავისუფლებაზე. ჩვენი მიზანია ტერიტორიების გათავისუფლება და მტრის თავდასხმის შეჩერება. კონტრიერიშზე ვიწრო გაგებით საუბარი არაკორექტულია. ეს არის ქმედებებისა და ღონისძიებების დიდი კომპლექსი, რომელიც მათ შორის, ტექნიკისა და ადამიანების მომზადებასაც ითვალისწინებს, ის ასევე რეზერვის მომზადებას და ტაქტიკის ფორმირებას მოიცავს“, - განაცხადა მალიარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics