21:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 13:18:25, 562 ნახვა

საზოგადოება
რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგელსკი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგელსკი არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას არხანგელსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

პუბლიცისტის განცხადებით, მისთვის ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი არ განუმარტავთ.

"გუშინ საღამოს საქართველოში არ შემიშვეს. მოსკოვი-ერევანი-თბილისის რეისიდან 20 ადამიანი (მხოლოდ მამაკაცი) პასპორტის კონტროლის რიგიდან შეირჩა, ბოლოს მარტო დავრჩი. აფხაზეთზე დეტალურად დამკითხეს, იქ ვიყავი, არ ვიყავი, რა ვთქვი, რა არ მითქვამს. (ბოლოს სოხუმში 1988 წელს ვიყავი). თავაზიანები იყვნენ, მაგრამ არაფერი აუხსნიათ. დაახლოებით, 40 წუთის შემდეგ, სამი ადამიანი მომიახლოვდა და გამომიცხადეს, რომ გადაწყვიტეს, ქვეყანაში არ შემიშვან და იმავე თვითმფრინავით გამაძევეს", - წერს ალექსანდრ არხანგელსკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. გასული წლის 12 დეკემბერს, რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს.

18 სექტემბერს, არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა. შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. 12 იანვარს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს.

13 თებერვალს, რუსეთის კრიზისული ცენტრის "Насилию.нет-ის" დამფუძნებელი ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს. 20 თებერვალს, შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს მწერალსა და ჟურნალისტს, ფილიპ ძიადკოს. 14 მარტს, რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს. 29 მარტს, საქართველოში კიდევ ერთი რუსი უფლებადამცველი და პუტინის კრიტიკოსი, დარიანა გრიაზნოვა არ შემოუშვეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics