|
2023-04-19 12:01:08, 724 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 73 ოლქში არჩევნები ჩატარდება - ამომრჩევლები გადაწყვეტენ, თუ ვინ იქნება მათი რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქში არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანებო ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის თავმჯდომარის თქმით, არჩევნებზე პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური საბჭოს წევრებს აირჩევენ. "უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, "ნაციონალურმა მოძრაობამ", სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ქალაქში 45 ახალი ოფისი გახსნა, შესაბამისად, ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ დაპირებული არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, საუბარია 73 საარჩევნო ოლქზე, სადაც ყველგან ჩატარდება არჩევნები და "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლები მიიღებენ გადაწყვეტილებას ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქში რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელი, ყველა რაიონს ეყოლება პოლიტიკურ საბჭოში წარმომადგენელი. 30 აპრილამდე "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში მოგვმართეთ წერილობით, 30 აპრილამდე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს, ადამიანს, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა მონაწილეობის მიღება, რომ ჩაერთოთ სამუშაო ჯგუფში ან თუ გაქვთ რაიმე სხვა ინიციატივა, 30 აპრილიდან სამუშაო ჯგუფებს დაევალება კონკრეტული თარიღების გამოცხადება და წესის შემუშავება იმისათვის, რომ ყველა ქალაქში არჩეული იქნენ ორგანიზაციების თავმჯდომარეები", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)