18:47 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 22:11:58, 707 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ვერ შედგა.

სხდომის ჩავარდნის მიზეზი კვორუმის არ არსებობა გახდა, რეგისტრაცია გაიარა 51-მა წევრმა, როცა საკითხის განსახილველად 76 ხმა იყო საჭირო.

ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში გადაწყვიტეს, რომ არ გაევლოთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე, რაც მიზნად ქართველი მოსამართლეების სოლიდარობას ისახავდა.

"კვორუმი არ არის, კენჭისყრა ვერ შედგება" - გამოაცხადა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.

აღნიშნულის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 6 აპრილს მიმართა, ხოლო 10 აპრილს კი რიგგარეშე სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა, თუმცა მოგვიანებით სხდომის მოწვევის საკითხი გადადო.

გადადების გადაწყვეტილება, მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ოპოზიციის ორმა დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ, ქვეყანა მოულოდნელად დატოვა, რის გამოც ოპოზიციას საგამოძიებო კომიტეტის შესაქმნელად ხმები არ ეყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics