|
2023-04-18 19:00:44, 1485 ნახვა
რეგიონი
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჭვანის ხეობაში შემეცნებითი ტური მოეწყო
18 აპრილი - ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა, თარიღთან დაკავშირებით, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, ჭვანის ხეობაში შემეცნებითი ტური მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდებმა მოინახულეს ოთოლთას ციხე, ხაბელაშვილების ხის კოჭებიან ხიდი, წისქვილების სოფელი და ხაბელაშვილების მუზეუმი.
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღის მნიშვნელობასა და მუნიციპალიტეტში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე ისაუბრეს შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მ/შ ამირან ხიმშიაშვილმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. შემეცნებითი ტური, ახალგაზრდებში მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ადგილების გაცნობა-პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)