19:29 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 18:06:23, 858 ნახვა

მსოფლიო
WSJ-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩისთვის წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება მოსამართლემ ძალაში დატოვა

18 აპრილს გამართულ სასამართლოზე, Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩისთვის წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

როგორც ჟურნალისტის ადვოკატმა განაცხადა, Wall Street Journal-ის მფლობელმა სასამართლოსთვის საგარანტიო წერილი წარადგინა, რომლის მიხედვითაც გამომცემლობა მზადაა მისი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებისთვის გირაოს სახით 50 მილიონი რუბლი გადაიხადოს.

მიუხედავად გირაოს მასშტაბური ხასიათისა, სასამართლომ WSJ-ის მფლობლის მოთხოვნა უარყო.

"ჩვენ სასამართლოს შევთავაზეთ განეხილა პრევენციული ზომები, რომელიც არ უკავშირდება [დაკავებული ჟურნალისტის] საზოგადოებისგან იზოლაციას, მათ შორის, შინაპატიმრობა, გარკვეული ქმედებების აკრძალვა ან 50 მილიონი რუბლის ღირებულების გირაო.

WSJ-ის მფლობელმა წარადგინა საგარანტიო წერილი, რომ თუ გერშკოვიჩი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდება, ისინი მზად არიან უზრუნველყონ თანხის გადახდა. თუმცა ჩვენი მოთხოვნა უარყვეს", - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics