18:47 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 16:12:37, 1052 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციას - ჯორჯ ორუელიც კი გაოცებული დარჩებოდა, როგორ მონდომებით ცვლით სიმართლეს და გსურთ გადააკეთოთ რეალობა

რადიკალური ოპოზიციის განცხადებები - პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჯორჯ ორუელიც კი გაოცებული დარჩებოდა როგორ მონდომებით ცვლით სიმართლეს და გინდათ, რომ გადააკეთოთ ის რეალობა, რომელიც სინამდვილეში დღეს არის  ქვეყანაში. ანუ ომის დაწყებაზე აქ საყვედურს გამოთქვამს ხალხი, რომელმაც თვითონ მოაწერა ხელი საქართველოს დადანაშაულებას ომის დაწყებასთან დაკავშირებით,- ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, დღეს მეხსიერებასა და სინდისზე საუბრობდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც „ნაცმოძრაობას არის გადაფარებული".

„თუ მეხსიერება და სინდისი მისთვის ღირებულია, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის" გვერდით ეს ადამიანი არ უნდა იდგას, როგორც მინიმუმ. ადამიანის უფლებები დაასამარეს და დღეს ჩვენ გვესაუბრებიან ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჯარისკაცები ომში მიატოვეს და გმირებზე გვესაუბრებიან, ახალგაზრდები აქციაზე მიატოვეს და კანონის უზენაესობაზე ჩვენ გვესაუბრებიან, ასეთ წინააღმდეგობაში არიან ჩავარდნილები",- განაცხადა თალაკვაძემ.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, დღეს რომ „ნაცმოძრაობას" პოლიტიკური დისონანსი აქვს, ასეთი რამ არავის ახსენდება ოპოზიციის ისტორიაში.

„ითხოვდნენ მთავრობის გადაყენებას - გადააყენეს საკუთარი პარტიის თავმჯდომარე, ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს და პარტიაში მოუწიათ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, სხვას აბრალებდნენ ოლიგარქობას და ახლა აღმოჩნდა, რომ პარტიის, მედიის ლობისტების ჩათვლით,  ოლიგარქი კეზერაშვილი უხდის მათ ხელფასს კორუფციით და თაღლითობით ნაშოვნი ფულით. რა იქნება მორიგი საოცარი მიღწევა და რეკორდი პოლიტიკური, რაც ამ სიას დაემატება, ამას კიდევ ვნახავთ",- აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია უტიფრად ცდილობს დაამკვიდროს ის ხაზი, თითქოს „ბიბისიმ" დაასწრო ქართველ სამართალდამცავებს და კითხვას სვამენ - სად იყო ამდენი ხანი ხელისუფლება, რატომ არ იძიებდა ამ საქმეს.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ ოთხი მაღალი დონის ბრიფინგი ჩაატარეს სამართალდამცავებმა ამ საქმეებთან დაკავშირებით. პირველ რიგში გახსნეს საქმე, რომელიც საერთაშორისო სქემის ნაწილია, საერთაშორისო საპოლიციო საგამოძიებო თანამშრომლობაში სამაგალითო  მაღალი შეფასება მიიღო საქართველოს პროკურატურამ, უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმის გამოძიებისთვის. თქვენ სად იყავით, დღეს რომ გაგიკვირდათ „ბიბისის" გამოძიება?"- დასძინა თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics