|
2023-04-15 17:04:31, 1020 ნახვა
საზოგადოება
გიული ალასანია ზელენსკიზე - ადამიანი ბრძოლის ველიდან აკეთებს ასეთ განცხადებას, ძალიან ვაფასებ და მადლობელი ვარ
ძალიან დასაფასებელია, ადამიანი ბრძოლის ველიდან აკეთებს ასეთ განცხადებას, ძალიან მადლობელი ვარ და ვაფასებ, - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის საკითხის ირგვლივ ეთიკური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა. გიული ალასანიას თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზუსტად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც უკრაინის ერთგული მეგობარია და უკრაინის კეთილდღეობისთვის ყველაფერ გააკეთებს. "ძალიან დასაფასებელია, ადამიანი ბრძოლის ველიდან აკეთებს ასეთ განცხადებას. რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვარ, ძალიან ვაფასებ. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იცის რისთვის აკეთებს. ზუსტად იცის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თავს დადებს უკრაინისთვის და ნამდვილად არის უკრაინის ერთგული მეგობარი", - განაცხადა გიული ალასანიამ.
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)