20:31 - 18 Jun, 2026
|
2023-04-14 13:39:57, 1620 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩინეთი უკრაინის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს იარაღს არ მიაწვდის - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჩინეთი უკრაინის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს იარაღს არ მიაწვდის, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩინ განგმა პეკინში გერმანელ კოლეგასთან, ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ჩინეთის მზადყოფნაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულების მიზნით, მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს. "სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტთან დაკავშირებით, ჩინეთი წინდახედულ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას იჩენს. ჩინეთი არ მიაწვდის იარაღს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს და ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტს კონტროლს გაუწევს კანონისა და რეგულაციების შესაბამისად", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩინ განგის თქმით, ყველა მხარე „ობიექტური და მშვიდი“ უნდა დარჩეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)