22:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 13:14:21, 1083 ნახვა

საზოგადოება
ჩხაიძე სააკაშვილზე - გერმანიის ლაბორატორიიდან მივიღეთ პასუხი, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ

გერმანიის ლაბორატორიიდან მივიღეთ პასუხი, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ, - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში, ამ ბოლო პერიოდში არ მომხდარა. პაციენტი იმყოფება ძირითადად მაინც სიმპტომურ მკურნალობაზე. ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა ნაკლებად სრულდება. დღის განმავლობაში, პერიოდულად აღენიშნება ტემპერატორული რეაქცია, მაგრამ მაინც უფრო რჩება ნორმის ფარგლებში. რაც შეეხება კვებას, გრძელდება 400-500 კალორიის ფარგლებში. წონის ყოველდღიური კონტროლი ჩვენი თვითმიზანი არ არის, რადგან პაციენტის რეაქციაც ამაზე არაერთგვაროვანია. ამიტომ, როდესაც თვითონ გადაწყვეტს, მაშინ მოხდება აწონვა.

ჩვენ ყოველთვის, პაციენტის დაავადებების მიმდინარეობის დროს, ვაწარმოებთ კვლევის შედეგების მონიტორინგს, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ყოველთვის ხდებოდა ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება და ეს კეთდება პროტოკოლის შესაბამისად. ჩვენ გაკეთებული გვქონდა კვლევა მძიმე მეტალების შესახებ მაისის თვეში და მისი ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე, ეს შედიოდა კვლევის პაკეტში არა იმიტომ, რომ ეჭვი იყო მიტანილი ინტოქსიკაციაზე, შედიოდა კვლევის პაკეტში და ამიტომ, ეს კვლევა იყო შესრულებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა ისევ გადამოწმება. გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და მივიღეთ დასკვნა, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ. აქ ინტოქსციკაციაზე არ ყოფილა საუბარი", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics