|
2023-04-14 12:07:56, 1190 ნახვა
მსოფლიო
ISW - პუტინი WSJ-ის ჟურნალისტის დაკავებას აშშ-სგან დათმობების მოსაპოვებლად გამოიყენებს
პუტინის პირადი მონაწილეობა WSJ-ის ჟურნალისტის დაკავებში მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი ამას აღიქვამს, როგორც გათვლილ ესკალაციას, რომელსაც შეერთებული შტატებისგან დათმობების მოსაპოვებლად გამოიყენებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების ცნობით, პუტინის მონაწილეობა დაკავებაში, სავარაუდოდ, იყო პასუხი აშშ-ში რუსი მოქალაქის, სერგეი ჩერკასოვის დაპატიმრებაზე, 24 მარტს ბრალდებით, რომ ის არის უცხო სახელმწიფოს აგენტი. ISW-ის ცნობითვე, კრემლმა აღნიშნული დაკავება შეიძლება გამოიყენოს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის დარბევის გასამართლებლად. შეგახსენებთ, რომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი მარტის ბოლოს ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. თავად Wall Street Journal-ი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აღნიშნა, რომ გერშკოვიჩი რუსეთმა არასწორად დააკავა. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ეს არ იყო პუტინის გადაწყვეტილება, არამედ „სპეციალური სამსახურების სრული პრეროგატივა". მსოფლიოს 30-ზე მეტი მედიასაშუალების ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა წერილს, სადაც აშშ-ში რუსეთის ელჩს, ანატოლი ანტონოვს ჟურნალისტის გათავისუფლებას სთხოვენ. ამასთან, გამოცემა Bloomberg-მა გუშინ, 13 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების ბრძანებას, ხელი პირადად მოაწერა. Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლში პოლიტიკის მკაცრი ხაზის მხარდამჭერების გავლენა იზრდება.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)