20:08 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 18:03:40, 1245 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - თურქი ხალხი დასავლეთს პასუხს 14 მაისის არჩევნებზე გასცემს

თურქი ხალხი დასავლეთს პასუხს 14 მაისის არჩევნებზე გასცემს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთის მოსაზრებებს, რომლებსაც ისინი ტერორიზმთან ბრძოლისას და ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას ამბობენ, თურქეთი ვერ გაიზიარებს.

მან ასევე დასძინა, რომ დასავლეთი თურქეთის წინააღმდეგაა და პასუხი მათ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე გაეცემათ.

„თურქი ხალხი დასავლეთს პასუხს არჩევნებზე გასცემს. ქვეყანა არ უყურებს იმას, რასაც დასავლეთში ტერორიზმთან ბრძოლისას და ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას ამბობენ“, - განაცხადა ერდოღანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics