22:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 10:16:57, 1264 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა?! - დარწმუნებული ვარ, ის ყველა კითხვას პასუხს გასცემს

მთელი დღე რომ ვლაპარაკობთ კეზერაშვილზე, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა?! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ეს არის თემიდან თემაზე ყურადღების გადატანა.

"კეზერაშვილი მიხედავს თავის თავს, თუ სადმე გამოძიება დაიწყება. უბრალოდ, ერთი რამ მინდა ვთქვა, ამაზე ლაპარაკით ეშველება საქართველოს კანდიდატის სტატუსს?! ამით ეშველება კორუფციული სასამართლო რომ გვაქვს?! ამით გელათს ეშველება?! ამით რიკოთს ეშველება?! კეზერაშვილი თავის თავს მიხედავს.. დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილი ყველა კითხვას პასუხს გასცემს, უბრალოდ, ვკითხულობ, მთელი დღე რომ ვლაპარაკობთ კეზერაშვილზე, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა?! ეს არის კონკრეტული თემიდან თემაზე ყურადღების გადატანა და ამის გამოყენების მცდელობა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

ცნობისთვის, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics