|
2023-04-12 17:39:34, 934 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე სკვერი მოეწყობა
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, სანზონის N16 კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა. დასასვენებელი სივრცის ფართობი 6 500 კვ.მ-ია. პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების ქსელი, განთავსდება საპარკე სკამები, ასევე, სკვერში დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ნერგები და დაიგება ბალახის საფარი. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. „გურამიშვილის გამზირზე საბავშვო გასართობი ზონა და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სანზონის დასახლებას კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატება და ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. პროექტის ღირებულება 830 158 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)