|
2023-04-12 16:20:11, 1451 ნახვა
რეგიონი
კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება გაიმართა
გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გამომსვლელბმა ენის ისტორიაზე, მნიშვნელობასა და მის დაცვაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა იმასაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანი თარიღია 1978 წლის 14 აპრილი ქართველი ერისთვის. ღონისძიებაზე 1978 წლის 14 აპრილის ამსახველი მიტინგის ვიდეო-კოლაჟი უჩვენეს. ასევე, საბერძნეთიდან საკუთარი ლექსით ,,ენავ ქართულო“ ემიგრანტი პედაგოგი იზოლდა ბერიანიძე ჩაერთო. მოსწავლეთა სახლის მხარეთმცოდნეობის წრის წევრებმა მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. 1978 წლის 14 აპრილის ქართული ენის დაცვის მიტინგის მონაწილეებმა მარინა მენაბდიშვილმა, ლია ზარიძემ, ლია სოზიაშვილმა და ბადრი პატარიძემ იმ დღის ამბები გაიხსენეს. კასპის მოსწავლე-ახალგაზრდობის სიმღერისა და გალობის წრის წევრებმა შეასრულეს ,,შენ ხარ ვენახი“ და ღვთისმშობლის საგალობელი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)