20:48 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 15:06:08, 1335 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი უკრაინელი ჯარისკაცის მკვლელობის კადრებზე - ჯერ უნდა შეამოწმოთ ავთენტურობა

ჯერ უნდა შეამოწმოთ ავთენტურობა,- ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის თავის მოკვეთის ამსახველ ვიდეოკადრებს.

პესკოვმა გავრცელებულ კადრებს "საშინელი" უწოდა და განაცხადა, ვიდეოს გადამოწმების მიზეზი კრემლის ეჭვებია - მოხდა თუ არა ეს და თუ ასეა, სად და ვის მიერ.

"რა თქმა უნდა, სოციალურ მედიაში კადრები სამხედრო მოსამსახურის თავის მოკვეთის შესახებ საშინელებაა. ჯერ უნდა შეამოწმოთ ავთენტურობა. და შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ შევამოწმოთ ეს სიმართლეა თუ არა, მოხდა თუ არა ეს. თუ ეს მოხდა, მაშინ სად და ვის მიერ",- განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, გუშინ, 11 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ რუსი სამხედროები უკრაინელ ტყვე ჯარისკაცს დანით თავს აჭრიან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics