|
2023-04-12 13:23:10, 1667 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - რა მარტივად კლავენ ეს მხეცები, არ ვაპირებთ დავიწყებას და მკვლელების პატიებას
რა მარტივად კლავენ ეს მხეცები, ეს ვიდეო - უკრაინელი სამხედრო ტყვეს მოკვლა - მსოფლიომ უნდა ნახოს! - ტერორის დამარცხება აუცილებელია,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის თავის მოკვეთის ამსახველ ვიდეოკადრებს. ზელენსკის თქმით, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს ვიდეო კი ასახავს იმას, რისი ნორმად და ჩვევად ქცევაც რუსეთს სურს - ადამიანის სიცოცხლის განადგურება. „ეს ისეთი რაღაცაა, რისი იგნორირებაც მთელს მსოფლიოში არავის შეუძლია. რა მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო - უკრაინელი სამხედრო ტყვეს მოკვლა - მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს არის ვიდეო რუსეთზე, როგორიც ის არის, რა სახის ქმნილებები არიან ისინი. არ არსებობს ხალხი მათთვის, შვილი, ძმა, ქმარი, ვიღაცის შვილი. ეს არის ვიდეო რუსეთზე, რომელიც ცდილობს, ეს ახალი ნორმა გახადოს, სიცოცხლის განადგურების ჩვევად აქციოს. ეს არ არის შემთხვევა, ეს არ არის ერთი ეპიზოდი, მსგავსი შემთხვევა ადრეც იყო, ასეთი შემთხვევა იყო ბუჩაში, ათასჯერ. ყველას უნდა ჰქონდეს რეაქცია, ყველა ლიდერს",- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ყველაფერს თავისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. "არ ელოდოთ, რომ ეს დავიწყებას მიეცემა, დრო რომ გავა. ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის დავიწყებას! არც მკვლელების პატიებას ვაპირებთ! ყველაფერს თავისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. ტერორის დამარცხება აუცილებელია. ვერავინ ვერ გაიგებს, თუ ლიდერები არ იმოქმედებენ, მოქმედება საჭიროა ახლა. ჩვენ უკრაინაში ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ფრონტის ხაზზე იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. დაგვეხმარეთ იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, რათა განვდევნოთ ოკუპანტი ჩვენი მიწიდან. მთავარი მიზანი გამარჯვებაა. მთავარი მიზანი უკრაინის გაძლიერებაა გამარჯვებისთვის. ოკუპანტის დამარცხება და მკვლელების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. ტრიბუნალი ბოროტი სახელმწიფოსთვის! მუდმივი ხსოვნა ყველა ადამიანის, ვისი სიცოცხლეც რუსულმა ტერორმა იმსხვერპლა! დიდება ყველას, ვინც იბრძვის ამ ბოროტების წინააღმდეგ! დიდება უკრაინას!“- დასძინა ზელენსკიმ. ცნობისთვის, გუშინ, 11 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ რუსი სამხედროები უკრაინელ ტყვე ჯარისკაცს დანით თავს აჭრიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)