20:50 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 09:53:48, 1291 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, დაახლოებით, 6-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იტალიამ არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა, დაახლოებით, 6 თვე გაგრძელდება და სამხრეთ რეგიონებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულად ითვლებიან, 5 მილიონი ევროს დახმარება გამოიყოფა.

მთავრობის გადაწყვეტილებითვე, აღნიშნული თანხა მიგრანტებისთვის ახალი მიღების ცენტრების შექმნას ითვალისწინებს, საგანგებო მდგომარეობა კი, ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, უკან დააბრუნოს ის ადამიანები, რომლებსაც იტალიაში დარჩენის უფლება არ აქვთ.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში წელს 31 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი, დაახლოებით, 7 900 იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics