20:50 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 09:41:43, 1477 ნახვა

მსოფლიო
BBC - პენტაგონიდან გაჟონილი დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სპეცრაზმელები იმყოფებიან

პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დასავლეთის ქვეყნების სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, 23 მარტს დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, დიდ ბრიტანეთს უკრაინაში სპეცრაზმის ყველაზე დიდი, 50-კაციანი კონტინგენტი ჰყავს, მას მოსდევს ლატვია -17 ადამიანით, საფრანგეთი და აშშ - 15-15 ადამიანით, ნიდერლანდები კი - ერთი ადამიანით.

გამოცემის ცნობითვე, დოკუმენტში არ არის მითითებული, სად იმყოფებიან და რას აკეთებენ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სპეციალური ძალების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ჯერ კიდევ სწავლობს, როგორ მოხვდა საიდუმლო დოკუმენტები სოციალურ ქსელებში. გამოძიება, შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები Twitter-სა და Telegram-ზე გავრცელდა, სადაც ოფიციალური პირების განცხადებით, განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე გამოძიება 9 აპრილს დაიწყო.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ Twitter-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავარაუდო საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics