00:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 09:25:45, 833 ნახვა

პოლიტიკა
წვევამდელები ჯარში გაწვევას თანხის გადახდით ვეღარ გადაავადებენ

პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა "თავდაცვის კოდექსის" და მისი თანმდევი 45 კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაასრულა.

პროექტში შესული ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება. პირველი ვერსიით, გადავადების მოსაკრებელი ერთჯერადად 10 000 ლარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღნიშნული პუნქტი გაუქმდა.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტით წესრიგდება: სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან, წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები",- აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, „თავდაცვის კოდექსი“ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტია, რომლითაც შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ეფექტიანი მექანიზმი.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics