|
2023-04-11 13:16:37, 784 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - შს მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში ვიბარებთ - ჩვენ გვჭირდება პასუხები კითხვებზე
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც დეკანოიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ვახტანგ გომელაურის საკანონმდებლო ორგანოში დაბარება 7-8 მარტის მოვლენებს უკავშირდება. "მმართველ ძალასა და ხელისუფლებას არ ეგონოს, რომ ჩვენ დაგვავიწყდა 7-8 მარტის მოვლენები, როდესაც ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ძალიან კონკრეტულად უთხრა - არა რუსულ კანონს... 7-8 მარტს, შსს-ს მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად, დაშავდნენ ადამიანები; დააკავეს ძალიან ბევრი მოქალაქე; ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ პოლიტიკოსებს; გამოიყენეს სპეციალური საშუალებები. არც ერთი პოლიციელის დასჯაზე არ გვაქვს ინფორმაცია, არც ერთი სამართალდამცავი უწყების მიერ გაკეთებული განცხადება არ გვინახავს, რომ რომელიმე პოლიციელი ძალადობის გამო დაისაჯა. ჩვენ გვჭირდება პასუხები კითხვებზე. ჩვენ ვიბარებთ ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილება განმარტავს იმას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა მოვიდეს პარლამენტში და უნდა გასცეს მნიშვნელოვან, კონკრეტულ კითხვებს პასუხი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, 10 მარტს, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. მანამდე, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. აღსანიშნავია, რომ "უცხოური აგენტების შესახებ" ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. 7-8 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცავებმა პროტესტის მოწინააღმდეგე 100-ზე მეტი პირი დააკავეს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)