00:38 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 12:28:58, 1028 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკი თოჯინების თეატრების გაერთიანების სპონსორი გახდა

ბაზისბანკსა და თოჯინების თეატრების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც ბანკი თეატრის სპონსორი გახდა.

მემორანდუმის ხელმოწერა რეაბილიტირებულ, ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საზეიმო გახსნაზე შედგა. საღამოზე წარმოდგენილი იყო ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი „საქართველო“.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა თოჯინების თეატრების გაერთიანებასთან თანამშრომლობის დაწყება. ვთვლით, რომ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, განვითარების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართულ კულტურას. კულტურის სფეროს პროექტების მხარდაჭერის არაერთწლიანი წარმატებული გამოცდილება გვაქვს და დარწმუნებული ვართ, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგადაც, ბაზისბანკის ხელშეწყობით, არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე წელია, ბაზისბანკი, მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics