00:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 12:27:43, 780 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი - მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარი ჩემი მანდატის ფარგლებს სცდება

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირდებით კომენტარი მისი მანდატის ფარგლებს სცდება.

იოსელიანის თქმით, მნიშვნელოვანია, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებითაა გაცემული.

„მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სცდება ჩემი მანდატის ფარგლებს. ამ შემთხვევაში მე შემიძლია, ვისაუბრო იმ რეკომენდაციებზე, პრობლემებზე, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით მთელი ამ წლების განმავლობაში სახალხო დამცველს და მეც, როგორც თავის დროზე პარლამენტის წევრს, გაგვაჩნდა. რათქმა უნდა ჩვენ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით ეს პროცესი კიდევ უფრო კიდევ უფრო გართულდება ჩემი აზრით, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული და ამ რეკომენდაციის შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს.

სახალხო დამცველი სწავლობს, მათ შორის, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართებას სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში და ამ მიმართულებით სახალხო დამცველს თავის დროზე მთელი რიგი რეკომენდაციები აქვს გაცემული,- განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics