|
2023-04-11 10:40:46, 971 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით თბილისში Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია, რომელმაც კერძო სექტორთან პარტნიორობით არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით თბილისში, სავაჭრო ცენტრ “სითი მოლში” ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდის - Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია გაიხსნა. „ლიდერ სისტემი“ - ეს არის კომპანია, რომელიც საქართველოს ტერიოტორიაზე Polo Ralph Lauren-ისგან ბრენდის ექსლუზიური წარმომადგენლის უფლებას ფლობს. ის არის “პან ეუროიან ფეშენ ჯგუფის“ წევრი, რომელიც წლებია უკვე თბილისში სხვადასხვა ცნობილი ტანსაცმლის ბრენდებს წარმოადგენს. ესენია: თავისუფლების მოედანზე მდებარე ბრენდი Burberry, New Yorker-ის მაღაზიათა ქსელი და სხვა. „უკვე 12 წელია რაც ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ცნობილი ბრენდების შემოყვანით ქართველ მომხმარებელს ვანებივრებთ. ამჯერად, „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით საბურთალოს „სითი მოლში“, ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდ - Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია გავხსენით, რომელიც 165 კვ.მ. ფართობს იკავებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წელს გლდანის „სითი მოლში“ New Yorker-ის კიდევ ერთ მაღაზიას გავხსნით, სადაც დამატებით კიდევ რამდენიმე ადამიანის დასაქმებას შევძლებთ“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, ნინი ხულელიძე. „კომპანია „ლიდერ სისტემი“ გახსნის დღიდან ჩვენი პარტნიორია. ის ყოველწლიურად იზრდება და მომხმარებლებს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ ბიზნესს, რომელიც არ ჩერდება და მუდმივად განვითარებაზე ფიქრობს. ახლახანს კომპანიამ ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდის მაღაზია გახსნა. წელს ასევე დაგეგმილია კიდევ ერთი მაღაზიის მოწყობა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია ყოველწლიურად ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მხრივ“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნიკოლოზ მითაიშვილი.
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)